
By
აჭარას ყაზახი ბლოგერები სტუმრობდნენ
ყაზახი ბლოგერები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.
ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით მოგზაურობდნენ. უწყების ცნობით, ბლოგერებმა მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილები და აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.
ტურის ფარგლებში ინფლუენსერები ეწვივნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოსა და პეტრას ციხეებს, მთიან აჭარას და ადგილობრივ ღვინის მარნებს. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ისინი ასიათასობით გამომწერს გაუზიარებენ.
პარალელურად, რეგიონს ყაზახი ტუროპერატორები სტუმრობდნენ, რომლებიც აჭარის შესახებ მომზადებულ ტურპაკეტებს ყაზახ ტურისტებს შესთავაზებენ.
გალერეა
