19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
ირაკლი ოქრუაშვილს 8-თვიანი პატიმრობა შეეფარდა
By

ირაკლი ოქრუაშვილს 8-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ირაკლი ოქრუაშვილს 8-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამასთან, მას აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
სხდომას არ ესწრებოდა თავად ოქრუაშვილი, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.
ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც არ გადაიხადა, შედეგად ის დააკავეს.

 

  • No Comments
  • ივლისი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *