
By
კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი მურვანიძეს აჭარის კულტურის სამინისტროში მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ უმასპინძლა.
შეხვედრაზე, რომელზეც არაერთ საკითხზე იმსჯელეს, განსაკუთრებული ყურადღება სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის კულტურული მიმართულებით კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ერთობლივი ინიციატივების შემუშავების შესაძლებლობებზე გამახვილდა.
საუბარი შეეხო ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსაც.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ერთობლივი ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში კულტურულ მრავალფეროვნებას.
გალერეა
