19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
„ბეთლემი“ – თურქეთში
By

„ბეთლემი“ – თურქეთში

ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბეთლემი“ წლებია წარმატებით გამოდის უცხოეთის ქალაქების სცენებზე. ამჯერად იგი მიწვეული იყო თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ გაზიფაშაში საერთაშორისო ცეკვისა და მუსიკის ფესტივალზე, რომელშიც 15 ქვეყნის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ.
განსაკუთრებული ოვაცია და მოწონება დაიმსახურა ანსამბლ „ბეთლემის“ მიერ შესრულებულმა ნომრებმა. ანსამბლი მონაწილეობდა ქალაქის ქუჩებში ეროვნული სამოსის დემონსტრირებაში.
ღონისძიების დასასრულს ქალაქ გაზიფაშას მერმა და ქედის კულტურის ცენტრის დირექტორმა საჩუქრები გაცვალეს.
ანსამბლი „ბეთლემი“ დიპლომითა და სიგელებით დაჯილდოვდა.
– ქედის კულტურის ცენტრის დირექცია, ანსამბლის წევრები მადლობას ვუხდით აჭარის კულტურის სამინისტროს და ქედის მუნიციპალიტეტის მერიას ფინანსური მხარდაჭერისთვის, – გვითხრა ქედის კულტურის ცენტრის დირექტორმა ჯამბულ სურმანიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *