
მინისტრის ვიზიტი – საბერძნეთში
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საბერძნეთში ათენის მერიის გენერალურ მდივანს ვასილის ბიკოსს შეხვდა.
მხარეებმა კულტურულ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გაამახვილეს ერთობლივი კულტურული პროექტებისა და ფესტივალის ჩატარების, გამოფენების მოწყობისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხებზე. ასევე, განიხილეს საბერძნეთსა და საქართველოში, აჭარაში, სახელოვნებო ბანაკების ორგანიზების შესაძლებლობა.
შეხვედრის შემდეგ ქართული დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს მერიის ისტორიული მუზეუმი.
შეხვედრას საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე, საელჩოს მრჩეველი ვარლამ ბაძაღუა, ათენის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის პრეზიდენტი ვორს ელერ ზორტფიროლსი და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე ესწრებოდნენ.
გალერეა
