19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
პროექტისთვის – „გამომყევი აჭარაში“ რეგისტრაცია დაწყებულია
By

პროექტისთვის – „გამომყევი აჭარაში“ რეგისტრაცია დაწყებულია

კამპანია „გამომყევი აჭარაში“, რომელიც 2023 წლიდან ტარდება, ინფლუენსერებისა და კონტენტკრეატორების ჩართულობით აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების და სერვისების პოპულიცაზიას ისახავს მიზნად.
წელს, 1 ივლისიდან, კამპანიის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ აჭარაში იმოგზაურონ, შექმნან საინტერესო კონტენტი, გამომწერებს გაუზიარონ და მოიგონ ფულადი პრიზები. კამპანიის პერიოდი: 1 ივლისი – 31 აგვისტოა.
წელს, კამპანიის საპრიზო ფონდი გაიზარდა და მონაწილეებს აჭარაში მოგზაურობით უფრო მეტი თანხის მოგების საშუალება ეძლევათ.
გასულ წლებში, კამპანიაში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტკრეატორებმა ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები.
2023 წელს კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში – 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს 240 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *