19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
„არ შეიძლება, რუსეთმა დაუსჯელად გააგრძელოს მკვლელობა“
By

„არ შეიძლება, რუსეთმა დაუსჯელად გააგრძელოს მკვლელობა“

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მისი ქვეყნის მიმართ საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მკაცრად დავგმე რუსეთის მიერ დნეპრის მასიური თავდასხმა და უკრაინის ქალაქებზე ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმები. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ სამ თვეზე მეტია მიიღო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რუსეთი კვლავ უარყოფს მშვიდობას. ის ბომბავს, კლავს, არღვევს საერთაშორისო სამართალს ისე, რომ ამის გამო პასუხისმგებლობა არ ეკისრება. არ შეიძლება, რუსეთმა დაუსჯელად გააგრძელოს მკვლელობა“, – წერს მაკრონი.

მისი თქმით, საფრანგეთი, პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას უკრაინაში მყარი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *