
„აშშ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო“
აშშ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო. ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) საკუთარ სოციალურ გვერდზე წერს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების მთავრობის მიერ დრაკონული კანონების მიღება და სასამართლო სისტემის მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია“.
„(საქართველოს) მთავრობა უზარმაზარ შეცდომას უშვებს ქვეყნის იმ მომავლისგან დაშორებით, რომელიც მის ხალხს სურს, და ერთპარტიული ტოტალიტარული სახელმწიფოს მომავალთან დაახლოებით.
აშშ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო. სამაგიეროდ, საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ საგანგაშო გადახვევა გააკეთა ჩინეთსა და რუსეთისკენ, რომელთა ავტორიტარული სტილის მმართველობასაც ისინი მზარდად ჰბაძავენ“, – წერს რიში.