19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
ხულოსა და ქედაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული
By

ხულოსა და ქედაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქედის მუნიციპალიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სოფელ წონიარისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა.  უწყება სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
ასევე შსს-ს განმარტებით,  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც  ერთი გარდაიცვალა, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
,,სტიქიის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
სტიქიაა, ასევე,  დასავლეთ საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში, სადაც შესაბამისი სამსახურები,  მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფია მობილიზებული“,- აღნიშნულია  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • თებერვალი 6, 2024

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *