19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
ციტრუსის ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
By

ციტრუსის ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ნაირა ფუტკარაძე 27 48 93 –

ციტრუსის მოსავლის სარეალიზაციო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო მიმდინარე წლის ციტრუსის და ხურმის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროდუქციის დამზადების, შესაფუთი მასალით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სახით პროდუქციის მიწოდების შესახებ მსჯელობა

შეხვედრაზე არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მექანიზმებზე იმსჯელეს.

წლევანდელი პროგნოზით, ციტრუსის მოსავალი 70 ათას ტონას მიაღწევს. წელსვე აჭარაში 3600 ტონა ხურმის მოსავალს ელოდებიან.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ციტრუსის სეზონის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელებას უზრუნველყოფს.

ექსპორტიორებთან შეხვედრის შემდეგ, აჭარის აგროსერვის ცენტრის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინი დაიკრიფა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *