19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
აჭარაში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა
By

აჭარაში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 174 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა – 1. დღემდე გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 64 259-ს შეადგენს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის კლინიკები დატოვა 37-მა პაციენტმა. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია (მართვით სუნთქვაზე) 20 პაციენტი, აჭარის კლინიკებში მკურნალობს – 497 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -293, ონლაინკლინიკაში კი 1103 პირი.

საქართველოში კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 47 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2646 პირი. 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 553 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 965 კვლევა – ანტიგენის ტესტით და 12 588 – პისიარ ტესტით. 23 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის – 6.85% ხოლო შვიდი დღის – 6.44%. დღეს ქვეყანაში ინფიცირების დადასტურებული 1 653 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 559, აჭარაში – 100, იმერეთში – 227, ქვემო ქართლში – 116, შიდა ქართლში – 117, გურიაში – 35, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 180, კახეთში – 241, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 22 885.

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *