19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
ამ ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბრალდებებს არ პასუხობენ
By

ამ ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბრალდებებს არ პასუხობენ

ნაირა ფუტკარაძე 27 48 93 –

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის გადადგომას ითხოვს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი. ჯაბა ფუტკარაძეს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსების არამიზნობრივ განკარგვასა და კორუფციაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ტურიზმის მიმართულებით გამოვლენილი დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

ამ ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბრალდებებს არ პასუხობენ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები კი ამბობენ, რომ რეზო ხარაზი ცრუობს და მის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

– რეზო ხარაზის განცხადებაში არ არის არავითარი კონკრეტიკა. იქიდან გამომდინარე, რომ მელია გამოვიდა ციხიდან, მათ აქტივობა ჭირდებათ და სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისი გამოსვლა ცრუ ბრალდებებით, – განაცხადა – აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავჯდომარე დავით ბაციკაძემ.

  • No Comments
  • მაისი 11, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *