19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
79-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთმა უკრაინაში თავდასხმა განაახლა
By

79-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთმა უკრაინაში თავდასხმა განაახლა

რუსეთმა კიევის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დღეს, დილით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას უკრაინული მედია  კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
“79-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა განაახლა თავდასხმები სტრატეგიული თვითმფრინავიდან ფრთოსანი რაკეტებით.
საჰაერო განგაში დედაქალაქში დაალოებით 2 საათს გაგრძელდა“ – აღნიშნა სერგეი პოპკომ.

  • No Comments
  • დეკემბერი 8, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *