
2016 წლის 15 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა და ფეთჰულაჰისტური ტერორისტული ორგანიზაცია (FETO)
ცხრა წელი გავიდა 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში მომხდარი საზარელი სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან, რაც თურქეთის დემოკრატიული ისტორიის გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს იმ თვალსაზრისით, რომ მთელი ერი წინ აღუდგა ფეთულაჰ გიულენის მხარდამჭერი სამხედროების მიერ ეროვნული ნების დარღვევას. გადატრიალების მცდელობა თავად თურქმა ხალხმა ჩაშალა და სწორედ ამიტომ ვუწოდებთ მას „ჩვენი ხალხის, დემოკრატიის გამარჯვებას“.
აუცილებელია გავიხსენოთ, რა მოხდა იმ სისხლიან ღამეს და ავხსნათ, თუ რა გააკეთა თურქეთის მთავრობამ ვერაგი (მოღალატე) გიულენისა და მისი ორგანიზაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ამ დღეს გიულენმა და მისმა მიმდევრებმა დაგეგმეს და სცადეს გადატრიალება თურქეთის რესპუბლიკის დასაპყრობად. შეიარაღებულ ძალებში შეღწეულმა მოღალატეებმა გამოიყენეს სასიკვდილო სამხედრო ძალა, მათ შორის გამანადგურებლები და თავდასხმის ვერტმფრენები, რის შედეგადაც 251 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა. თუმცა, ერთადერთი, რაც მათ ვერ გაითვალისწინეს, იყო მშვიდობიანი მოსახლეობის დაუძლეველი წინააღმდეგობა, რამაც დაამტკიცა, რომ ხელისუფლების არადემოკრატიული ცვლილება თურქეთში წარსულს ჩაბარდა.
FETO (ფეთჰულაჰისტური ტერორისტული ორგანიზაცია) არის შეიარაღებული კულტის ორგანიზაცია, რომელიც შედგება ფანატიკოსი ადამიანებისგან, რომლებიც გაერთიანდნენ ორგანიზაციის ლიდერის, ფეთჰულაჰ გიულენის მითითებებით. მას აქვს საერთაშორისო საქმიანობის ფართო სპექტრი, განათლების სფეროდან დაწყებული მედიით დამთავრებული, ეკონომიკური საქმიანობიდან დაწყებული სახელმწიფო ორგანოებში, განსაკუთრებით სამხედრო და უსაფრთხოების ძალებში შეღწევით დამთავრებული. ორგანიზაციის მიზანია თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და რეჟიმის დამყარება, რომელიც გიულენის სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ იქნება და რომელსაც მისი მიმდევრები მხსნელად მიიჩნევდნენ.
გიულენი გარდაიცვალა 2024 წლის 20 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა FETO, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, კვლავ აქტიურია და აგრძელებს ადამიანებისა და ქვეყნების მოტყუებას რელიგიური მოტივებით, რაც FETO-ს წევრების მიერ საკუთარი თავის შესანიღბად გამოყენებული ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაა. FETO-ს წევრები მალავენ საკუთარ იდენტობას, იყენებენ კოდურ სახელებს და საკუთარ თავს ლიბერალურ, კომუნისტურ და ურწმუნო იერსაც კი ანიჭებენ.
გადატრიალების წარმატებით დასრულებას რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა შეუშალა ხელი. ესენია: გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ ძლიერი პოლიტიკური ნება და ლიდერობა, საზოგადოების აჯანყება პრეზიდენტ ერდოღანის ქუჩაში გამოსვლის მოწოდების შემდეგ, სამხედროების მხრიდან წინააღმდეგობა, პოლიციის შეიარაღებული ჩარევა შეთქმულების მონაწილეების წინააღმდეგ და მედიის მხარდაჭერა დემოკრატიის მიმართ.
თურქეთმა სხვადასხვა დონეზე ათასობით ინიციატივა განახორციელა, რათა უცხოელი პარტნიორები ინფორმირებულიყო FETO-სთან აფილირებული პირებისა და ორგანიზაციების ბოროტმოქმედების შესახებ, რათა ეჩვენებინა და დაემტკიცებინა ის ფაქტი, რომ FETO ასევე საფრთხეს უქმნის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას, სადაც ის აქტიურად ფუნქციონირებს. ადმინისტრაციული ზომები და სამართლებრივი წარმოება დაიწყო FETO-სა და მისი წევრების მიერ თანხების გადარიცხვისა და სამართლიანობისგან თავის დაღწევის თავიდან ასაცილებლად. სხვადასხვა ქვეყანაში გამოვლინდა FETO-სთან დაკავშირებული ორგანიზაციების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები.
მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებიდან მიღებული უზარმაზარი შემოსავალი მათი ბოროტი განზრახვებისთვის გამოიყენებოდა. ამიტომ, მრავალ ქვეყანაში FETO-სთან დაკავშირებული სკოლები და საგანმანათლებლო ცენტრები დაიხურა ან შესაბამისმა ქვეყანამ გადაიბარა.
თურქეთის „მაარიფის ფონდი“ მთელ მსოფლიოში აგრძელებს საქმიანობას, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც განათლების სფეროში FETO-ს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით არის გამოწვეული.
თურქეთისთვის ასევე იმედგაცრუებას იწვევს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ქვეყანა FETO-ს წევრებს თავშესაფრის მინიჭებით ემხრობა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მთავრობამ მათი ექსტრადიცია მყარი მტკიცებულებებითა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოითხოვა. FETO-ს წევრები არ ერიდებიან თავშესაფრის მექანიზმების ბოროტად გამოყენებას ცრუ ბრალდებებით. შესაბამისად, გარდაუვალია ის ფაქტი, რომ ეს ქვეყნები გაუმართლებელი პოლიტიკური, ფინანსური და სოციალური ტვირთის ქვეშ მოექცვიან.
იმ ქვეყნების მთავრობებმა, რომლებიც FETO-სთან დაკავშირებულ პირებსა და ორგანიზაციებს მასპინძლობენ, მათი საქმიანობის მიუხედავად, უნდა იცოდნენ, რომ FETO მათთვისაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.
ჩვენ ველით, რომ საერთაშორისო საზოგადოება სოლიდარობას გამოუცხადებს თურქეთს ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ფასიანი (R)
ქ. ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ადნან ალთაი ალთინორსი