
By
20-21 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 – 21 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25-30 გრადუსი, ღამით: 13-18 გრადუსი სითბო.
ზღვის ღელვა – 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 22-23 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.