19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
112 მოქალაქეებს აფრთხილებს
By

112 მოქალაქეებს აფრთხილებს

ხატია იაშვილი 555 18 48 88 –

„გაცნობებთ, რომ 20 -22 ნოემბერს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, – აღნიშნული შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეებმა 112-სგან მიიღეს. ამინდის გაუარესებას პროგნოზირებს გარემოს ეროვნული სააგენტოც. მათ ინფორმაციით, აღნიშნულ დღეებში

მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
,,მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ნოემბერი 20, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *