19 C ბათუმი
Thursday 17th July 2025
ხვალ ბათუმში ევროლიგის შეხვედრები იწყება ქვიშის ფეხბურთში
By

ხვალ ბათუმში ევროლიგის შეხვედრები იწყება ქვიშის ფეხბურთში

18-20 ივლისს ბათუმში ევროპის ჩემპიონატის „ა“ დივიზიონის მატჩები იწყება, რომელშიც კონტინენტის წამყვანი გუნდები მონაწილეობენ. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოსა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციები, ფინანსური მხარდამჭერი – ბათუმის სპორტული ცენტრი და აჭარის სპორტის დეპარტამენტი.

ღონისძიებაში 8 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. შარშან საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „ბ“დივიზიონი მოიგო და შესაბამისად, „ა“ დივიზიონში თამაშის უფლება მიიღო. ხვალიდან ბათუმი სწორედ „ა“ დივიზიონის გათამაშებას უმასპინძლებს.

ჩვენს ქალაქში 7 ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩამოვიდა, მათთან ერთად, მერვე გუნდად საქართველოს ნაკრები იასპარეზებს. გუნდები ორ ქვეჯგუფში განთავსდნენ. საქართველოს ნაკრები სამ შეხვედრას ჩაატარებს ესტონეთის, პორტუგალიის და შვეიცარიის ნაკრებებთან. ტურნირი ოფიციალურად ხვალ, 18 ივლისს გაიხსნება. შეხვედრები ყოველდღე 16 საათსა და 30 წუთიდან დაიწყება. ასპარეზობებს აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს.

თამაშებზე დასწრება თავისუფალია.

ფინალური ეტაპი 9-15 სექტემბერს გაიმართება.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ივლისი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *