19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
წლის მთავარი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები
By

წლის მთავარი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები

ლიტერატურული კონკურსის „საბას“2023 წლის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.

რომანის ჟანრში წარმოდგენილი ტექსტები წელს სიუჟეტის, მხატვრული ხერხების თვალსაზრისით მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია ივა ფეზუაშვილის მასკარფონედა ზაზა ბურჭულაძისვარდის სურნელი. პოეტურ კრებულებს შორის წელს განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და გამარჯვებაც დაისაკუთრა ორმა კრებულმა – ნინი ელიაშვილისსხვა სახელი მოუხდებოდადა დავით ქარდავასმეორადი ჰომეროსი. პროზაული კრებულის ნომინაციაში ლუკა ბაქანიძისრომელი ხარ სარდაფსა შინაგახდა პირველი ადგილის მფლობელი. პიესებს შორის კი პირველობა წელს ვალერი ოთხოზორიას ნამუშევარმა წმინდა ნაწილებიადაისაკუთრა. უნდა ითქვას, რომ წელს ამ ჟანრში ნაწარმოებების უჩვეულო სიუხვე იყო, რაც ფრიად გასახარია დრამატურგიაში ჩვეული კრიზისის ფონზე. ლიტერატურული კრიტიკის თაროც ტრადიციულზე ბევრად დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. ოთხ კრიტიკულ ნაშრომს შორის ჟიურიმ გამარჯვება ნანა აბულაძისორივე სქესიმიაკუთვნა.

დებიუტის ნომინაციაში გამარჯვებული შეირჩა მკითხველის ჟიურისგანაც. პირველობა წილად ხვდა გოდე გორგილაძისრიოდეჟანეიროს ხელმწიფეს. ამავე ნომინაციაში, „საბას“ ჟიურის გადაწყვეტილებით, გაიმარჯვა გოგა ქობალიას ნაწარმოებმაჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“.

ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა ერთგვარი ჟამთააღმწერლის, მოვლენათა შემფასებლისა და გამააზრებლის ფუნქციას ასრულებს, შესაბამისად, ეს ნომინაცია ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესო და უხვია. წელს ამ ნომინაციაში გამარჯვებულია თეიმურაზ დოიაშვილის და ნათია სიხარულიძისგალაკტიონი უცენზუროდ.ქართველ მთარგმნელთა ხურჯინი, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა. ჟიურიმ ჯილდო ორ მთარგმნელს მიანიჭა: დოდო ყვავილაშვილს ხორხე ლუის ბორხესის ფიქციებისთვის და გიორგი ხულორდავას აბდ ორრაჰმან ჯამის ბაჰარესთანისთვის“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მხარდაჭერით, ჟიურიმ წელს მესამედ გამოავლინა გამარჯვებული ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“. გამარჯვება ელზა გურგენიძისზაოდმა და ლევან ბერძენიშვილის 1921-1990 ერთი კაცის და ქვეყნის ამბავ“ ერგო.

წელს პირველად, სპეციალური პრიზი – თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის ლიტერატურული პრემია „საბა”- 2023 ნატა ლომოურს გადაეცა.

ლიტერატურული პრემია „საბა“ ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შესანიშნავ მთარგმნელს, ქართული ლიტერატურის ბრწყინვალე წარმოადგენელ ელზა ახვლედიანს გადაეცა.

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *