
წლის ბოლომდე ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
აეროპორტის გზატკეცილზე დასრულების ეტაპზეა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 200 აღსაზრდელზეა გათვლილი. უკვე აშენდა ორსართულიანი, ადაპტირებული შენობა. პროექტის ფარგლებში, ასევე, კეთილმოეწყო ბაღის ეზო, სადაც განთავსდა საბაღე სკამები და მოეწყო განათების სისტემა. სამუშაოების ღირებულება 4.5 მილიონ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, მიმდინარეობს ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ივანე მესხის პირველ ჩიხსა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და ჯამში საბავშვო ბაღები 240 აღსაზრდელს მოემსახურება.
პარალელურად, ხორციელდება 3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურად გარდაქმნის სამუშაოები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ კი, მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.
გალერეა



