By
„წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა“
შალვა პაპუაშვილმა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა დაასახელა. პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ჩვენ ვთქვით რა არის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენის წინაპირობა. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები აღდგება, თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღიარებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ნორმალიზების გზა ეს არის. რუსეთის ფედერაციამ და ხელისუფლებამ კარგად იცის, რა არის ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრენი ვართ და ამის წინაპირობა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.