By
ძენწმანის ჯამეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში მდებარე ჯამე XIX საუკუნით თარიღდება და წარმოადგენს ქართული საკულტო არქიტექტურის მხატვრულ ნიმუშს.
სააგენტოს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული ცოკოლის სართულის კედლები აღდგა ტრადიციული ქვის წყობით, მოეწყო სადრენაჟო სისტემა და ჰიდროიზოლაცია. დაზიანებული ხის მასალები აღდგა და დამუშავდა სპეციალური ხსნარით. არსებული ორნამენტული დეკორები აღდგა არსებული ნიმუშების მიხედვით.
მსგავს საკულტო ნაგებობებს, ძირითადად, აჭარელი და ლაზი ოსტატები აშენებდნენ. მხატვრული ორნამენტებითა და გაფორმებით ასეთი მეჩეთები წარმოადგენს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მათზე შეხვდებით სიცოცხლის ხის მოტივებს – ბორჯღალოს, ვაზის ორნამენტებს, რომლებიც უნიკალურია.
გალერეა


