19 C ბათუმი
Saturday 19th July 2025
ცესკოს რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა
By

ცესკოს რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ჩამონათვალს, რომლებმაც ცესკოს მიმართეს რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციას შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა. ესენია:

„გახარია საქართველოსთვის“ – ნომერი 25;

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (შემოკლებული დასახელება მპგ „ქართული ოცნება“) – ნომერი 41;

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – ნომერი 9;

„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ (შემოკლებული დასახელება „გირჩი“) – ნომერი 36;

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ (შემოკლებული დასახელება „ერთიანობა – ენმ“) – ნომერი 5;

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (შემოკლებული დასახელება „საქართველოს პატრიოტები“) – ნომერი 8;

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – ნომერი 4.

 

  • No Comments
  • ივლისი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *