ჩენდლერის ინსტიტუტის ცნობით, საქართველო რეიტინგით უთანაბრდება ევროკავშირის 6 სახელმწიფოს
By

ჩენდლერის ინსტიტუტის ცნობით, საქართველო რეიტინგით უთანაბრდება ევროკავშირის 6 სახელმწიფოს

რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას თემებზე: „რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია „თანმიმდევრულ პოლიტიკაში“ და როგორია მდგრადი განვითარების ინდიკატორების მიხედვით სხვადასხვა მმართველობითი ორგანოებისა და უწყებების კოორდინაციის მახასიათებლები.

გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო, მსოფლიოში 24-ე პოზიციაზე მოხვდა, ევროპაში კი მე-13. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იაპონია, გერმანია, შვეიცარია, შვედეთი, ისლანდია, ნორვეგია, ავსტრია, ნიდერლანდები, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, ჩრდილოეთ მაკედონია, ისრაელი, თურქეთი.

ამასთან, საქართველო რეიტინგით უთანაბრდება დიდი შვიდეულის 1 და ევროკავშირის წევრ 6 სახელმწიფოს: იტალიას, პორტუგალიას, პოლონეთს, ჩეხეთს, ხორვატიასა და ლატვიას.

 

 

  • No Comments
  • ნოემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *