19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
შპს „ბათუმის წყალის“ ახალი დირექტორი გვპირდება, რომ მიმდინარე პროექტებს ბოლომდე მიიყვანს
By

შპს „ბათუმის წყალის“ ახალი დირექტორი გვპირდება, რომ მიმდინარე პროექტებს ბოლომდე მიიყვანს

მარი მიდასელი 27 48 93 –

მნიშვნელოვანი სიახლეა შპს „ბათუმის წყალში“, სადაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა,, ახალდანიშნული გენერალური დირექტორი ლევან დავითაძე წარუდგინა თანამშრომლებს. მერის მოვალეობის შემსრულებელი გვარწმუნებს, რომ ლევან დავითაძეს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება თავად ლევან დავითაძეს, იგი გვპირდება, რომ აქამდე დაგეგმილი ყველა პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეიდან ვუხელმძვანელებ შპს „ბათუმის წყალს“, ერთის მხრივ, მინდა გითხართ, რომ სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს არის გამოწვევა და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მეორეს მხრივ, ეს არის დიდი პატივი, ემსახურო საკუთარ ქალაქს და თანამოქალაქეებს. რაც შეეხება პროექტებს, ვიმედოვნებ, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც „ბათუმის წყალში“ ხორციელდება დათქმულ ვადებში დასრულდება. რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, ვიმედოვნებ, რომ გუნდი, რომელიც საკმაოდ კვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული, მოგვცემს ისეთი პროექტების განხორციელების საშუალებას, რომლებიც მეტ სიკეთესა და სარგებელს მოუტანს ბათუმს“, თქვა წარდგენისას „ბათუმის წყლის“ ახალმა გენერალურმა დირექტორმა ლევან დავითაძემ.

  • No Comments
  • თებერვალი 10, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *