19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
შეჯიბრება – კლდეზე ცოცვაში
By

შეჯიბრება – კლდეზე ცოცვაში

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლემ
უსაფრთხოების წესების ზუსტი დაცვით, ჩაატარა შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში. ტურნირში სხვადასხვა ასაკის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
წარმატებით გამოვიდნენ სპოტის სასახლის აღსაზრდელები, რომლებმაც გუნდური ასპარეზობისა და მომზადების მაღალი დონე აჩვენეს.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, სპორტის სასახლის შიდა პირველობა მნიშვნელოვანი ეტაპია აღსაზრდელების განვითარებაში. ღონისძიება ამაღლებს სწავლების პროცესის მოტივაციას და მონაწილეებს მომავალი რეგიონალური და ეროვნული ტურნირებისთვის ამზადებს.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *