შეჯიბრება – ვეტერანებს შორის
By

შეჯიბრება – ვეტერანებს შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა „ბათუმის თასი“ ჭადრაკში ვეტერანთა შორის.

ღონისძიებას სასტუმრო „იბი სტაილს ბათუმი“ მასპინძლობდა.

ვაჟთა ტურნირი წრიული სისტემით, 7 ტურად, ქალთა კი შვეიცარიული სისტემით, ასევე შვიდ ტურად ჩატარდა.

ვაჟთა შორის ბადრი ბოლქვაძემ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე ზურაბ ზაქარიაძე გავიდა, მესამეზე – ჯუმბერ ზოიძე.

ქალთა შორის პირველი ადგილი მარინე აროშიძემ დაისაკუთრა, მეორე – ლიანა თედორაძემ, მესამე – თამარ ხოზრევანიძემ.

პრიზიორები, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა შორის, მედლით, დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდნენ, ჩემპიონებს კი, ასევე, თასი გადაეცათ.

მანანა ძიძიშვილი

 

 

  • No Comments
  • დეკემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *