შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
By

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ნინო წერეთელი ჩაანაცვლა.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის, საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობებს, იყო საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.

 

 

  • No Comments
  • იანვარი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *