By
შესაძლოა ევროპარლამენტმა სოცმედიაზე ასაკობრივი ზღვარი დააწესოს
ევროპარლამენტმა მიიღო რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც სოციალურ მედიაზე წვდომის მინიმალური ასაკი 16 წელი უნდა იყოს იმისათვის, რომ ბავშვები იყვნენ „ასაკის შესაბამის გარემოში“
და რომ შემცირდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ზედმეტი ყოფნით იზრდება.
აღნიშნული დოკუმენტის გათვალისწინებით, 13–16 წლის მოზარდებს სოციალური მედიის გამოყენება მხოლოდ მშობლის თანხმობით შეეძლებათ.
რეზოლუცია ასევე, მოითხოვს ასაკის შესაბამისი შინაარსის დიზაინის მოთხოვნის შესახებ კანონმდებლობის შემოღებას.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს და ის ამ ეტაპზე მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.