შალვა პაპუაშვილი – ინდოეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ვიზიტთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ეს საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში პირველი მაღალი დონის ვიზიტია, რომელიც ორ ქვეყანას კიდევ უფრო დაახლოებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას საფუძველი ჩაეყაროს, ასევე, პარლამენტებს შორის საქმიან ურთიერთობას კომიტეტების მიმართულებების მიხედვით. ჩვენი დღევანდელი შეხვედრები ძირითადად ეკონომიკურ ურთიერთობებს დაეთმობა. ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკაა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის ძირითადი რგოლი, იყოს საინტერესო ინდოეთისთვის ევროპასთან დასაკავშირებლად.
პარლამენტები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რათა შესაბამისი პოლიტიკური გარემო შექმნან, მათ შორის, ეკონომიკური ურთიერთობებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო დააახლოებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.