„ყოჩაღ ჩვენ“, – განაცხადა გაერთიანებული საამიროებიდან დაბრუნებულმა მახო გარსევანიშვილმა
„ჩვენს სახელმწიფოს ყოჩაღ იმიტომ, რომ არცერთმა სახელმწიფომ ასეთი რაღაც ვერ გაუკეთა თავის ხალხს. ყოჩაღ ჩვენ“, – განაცხადა გაერთიანებული საამიროებიდან დაბრუნებულმა მახო გარსევანიშვილმა.
„დაძაბულობა იყო, რა თქმა უნდა, საკმაოდ. ვიყავით ჯგუფურად მეგობრები წასული, ფიტნეს ტური გვქონდა და მართლა შეგვეშინდა. მეორე რეისზე გამოგვივიდა (დაბრუნება) და მართლა ჩვენს სახელმწიფოს ყოჩაღ იმიტომ, რომ არცერთმა სახელმწიფომ ასეთი რაღაც ვერ გაუკეთა თავის ხალხს. ყოჩაღ ჩვენ!“, – აღნიშნა გარსევანიშვილმა.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, მთავრობის დახმარებით პირველი სპეციალური რეისი უკვე შესრულდა. კერძოდ, შესრულდა რეისი ომანის სასულთნოს დედაქალაქ მასკატიდან თბილისის მიმართულებით. ასევე, დღეს შესრულდება სპეციალური რეისი საუდის არაბეთის დედაქალაქიდან თბილისის მიმართულებით.