By
ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
გიორგი ცაბაძის ქუჩის (ყოფილი გოგოლის ქუჩა) რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში სრულად გამოიცვალა სანიაღვრე კოლექტორი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გარეგანათების ქსელი.
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად დაათვალიერა.
