ქორეოგრაფი საპატიო სიგელით დააჯილდოვეს
By

ქორეოგრაფი საპატიო სიგელით დააჯილდოვეს

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის, ხიჭაურის საჯარო სკოლების ბაზაზე ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოთოლთა“ მოქმედებს. მის რეპერტუარს კარგად იცნობენ ქვეყანასა და მეზობელ რესპუბლიკებში. მალე ანსამბლი დაარსებიდან 30 წელს მიითვლის. „ოთოლთას“ წარმატებები ქორეოგრაფ ზაზა ბერიძის დამსახურებაა. მისი აღზრდილი ბავშვები, ახლა უკვე ზრდასრული ქალიშვილები და ჭაბუკები, ქვეყანაში მოქმედ პროფესიულ ანსამბლებში ირიცხებიან.

„ოთოლთამ“ რამდენჯერმე საოლქო ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. ანსამბლის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა, როცა მისი აღსაყდრების საიუბილეო საღამოზე „განდაგანა“ იცეკვეს. შუახევის მასშტაბით, იშვიათობაა ღონისძიება, „ოთოლთა“ რომ არ ალამაზებდეს.

ანსამბლის დამაარსებელსა და მისი ყველა წარმატების სულისჩამდგმელს, დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა. ზაზა ბერიძის გაწეული შრომა, მიღწეული წარმატებები უყურადღებოდ არ დარჩენილა. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირის შუახევის რაიონული საბჭოს ხელმძღვანელებმა იგი საპატიო სიგელით დააჯილდოვეს.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *