
By
ქობულეთი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს
20 ივლისს ქობულეთი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს, რომელიც ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიება ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საფესტივალო სივრცეში კოსტიუმირებული მსვლელობითა და დრამების შოუთი გაიხსნება.
,,19:00 საათიდან, სცენას ადგილობრივი და მოწვეული ბენდები დაიკავებენ. საფესტივალო სივრცეში განთავსებული იქნება კვების სივრცეებიც, სადაც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შეკვეთის საშუალება ექნებათ. ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია საბავშვო აქტივობები“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.