19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
უწყების ანგარიში – აჭარის უმაღლეს საბჭოში
By

უწყების ანგარიში – აჭარის უმაღლეს საბჭოში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში უწყების ანგარიში წარადგინა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას თინათინ ზოიძემ რეგიონის პოპულარიზაციის, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, გასულ წელს, რეგიონში 4.7 მილიონზე მეტი შიდა და საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. 45%-ით გაიზარდა ვიზიტები აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებშიც (422 000 ვიზიტი).
„აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია 25-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში. აჭარის რეგიონი წარმოდგენელი იყო 23 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე როგორც ევროპაში, ისე აზიასა და მეზობელ ქვეყნებში. მედიატურების ფარგლებში, რეგიონს სტუმრობდნენ ცნობილი ბლოგერები, წამყვანი მედიისა და პრესის წარმომადგენლები სამიზნე ქვეყნებიდან. გასულ წელს, რეგიონში 48 საერთაშორისო მედიატური განხორციელდა.
მთიან აჭარაში 26 მარკირებული ტურისტული ბილიკი და ახალი ტურისტული პროდუქტია მზად ტურისტების მისაღებად. მათ შორისაა:
ხიხანის განახლებული ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა; ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები; ქობულეთის ტორფნარის ახალი ტურისტული ბილიკი; მირვეთის ბილიკი განახლებული ინფრასტრუქტურით; საპიკნიკე სივრცეები ყველა მუნიციპალიტეტში,“ – განაცხადა თინათინ ზოიძემ.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *