უკრაინისა და აშშ-ის მომლაპარაკებელთა ჯგუფების შეხვედრა შაბათს გაიმართება
By

უკრაინისა და აშშ-ის მომლაპარაკებელთა ჯგუფების შეხვედრა შაბათს გაიმართება

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული დელეგაცია შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, სადაც შაბათს ამერიკულ მხარესთან შეხვედრას გამართავს.

ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები უკრაინულ გუნდთან დეტალურად განიხილა.

„მოლაპარაკებებში პაუზა იყო და დროა, ეს დასრულდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად შინაარსიანი იყოს. უკრაინის გუნდი – მომლაპარაკებელთა ჯგუფის პოლიტიკური ნაწილი – უკვე გზაშია და ამ შაბათს შეერთებულ შტატებში შეხვედრას ველით. დეტალურად განვიხილეთ მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები უმეროვთან, კირილ ბუდანოვთან და დავით არახამიასთან. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს სერგეი კისლიცაც. ჩვენი პრიორიტეტია გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მშვიდობა შესაძლებელი იყოს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება ამის მიღწევაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

  • No Comments
  • მარტი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *