19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
ტრამპმა მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა
By

ტრამპმა მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზოგიერთ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა. მან ეს გადაწყვეტილება მიგრაციული პოლიტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.
საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა საიმიგრაციო სამმართველოს მოუწოდა, დიდ ქალაქებში არალეგალი მიგრანტების დეპორტაციისკენ მიმართული ოპერაციები გააძლიეროს.
„ჩვენ უნდა გავაფართოოთ ძალისხმევა, რომელიც მიმართულია არალეგალი მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციისკენ ამერიკის დიდი ქალაქებიდან, როგორიცაა: ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო და ნიუ-იორკი“, – ეს განცხადება ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში – „თრუს სოუშალში“ (TRUTH Social) დაწერა.
პრეზიდენტის თქმით, არალეგალი მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრება ქალაქებში, რომლებიც, მისივე შეფასებით, „დემოკრატების ძალაუფლების ცენტრის ბირთვს“ წარმოადგენს, „ისტორიაში უდიდესი მასობრივი დეპორტაციის პროგრამის ნაწილია“.
ტრამპის განცხადებით, საიმიგრაციო სამსახურების თანამშრომლებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი რაც შეუძლიათ, რომ მისი ბრძანება შესრულდეს.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *