19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
ტექნიკური პრობლემა – საქართველოს რკინიგზაზე
By

ტექნიკური პრობლემა – საქართველოს რკინიგზაზე

უცვლელად ვაქვეყნებთ საქართველოს რკინიგზის განცხადებას, რომელიც მან ახლახან გაავრცელა.
დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო ტექნიკური პრობლემა შეექმნა თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს, რის გამოც ამ წუთებში შემადგენლობა გაჩერებულია სადგურ რიონში.
საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში განახლდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობა, თუმცა, კომპანია ასევე, მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს. საქართველოს რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს,“ – წერია განცხადებაში.

  • No Comments
  • აგვისტო 21, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *