
By
სულხან თამაზაშვილი სომხეთის ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორივე სახელმწიფოსთვის. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკაა სავაჭრო, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.
შეხვედრის ფარგლებში სულხან თამაზაშვილმა ელჩს აჭარის ტურისტული პოტენციალი გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონი მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის ცენტრია.
გალერეა

