სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში  450-მდე სტუდენტი დაფინანსდა
By

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში  450-მდე სტუდენტი დაფინანსდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, აჭარაში მცხოვრებ იმ სტუდენტებს აფინანსებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან: ობოლი დედით, მამით ან უდედმამო, არიან მრავალშვილიანი ოჯახიდან, სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სხვა.

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში 450-მდე სტუდენტი დაფინანსდა.

სულ სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში 2012-2025 წლებში დაფინანსდა 12104 სტუდენტი, დაფინანსების ოდენობა 12414803,19 ლარია.

 

 

  • No Comments
  • ნოემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *