19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
სტუდენტებისთვის კაპადოკიის მიმართულებით საგანმანათლებლო ტური მოეწყო
By

სტუდენტებისთვის კაპადოკიის მიმართულებით საგანმანათლებლო ტური მოეწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერისტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები საინფორმაციო ტურით თურქეთში იმყოფებოდნენ. ისინი კაბადოკიის ტურისტულ პოტენციალსა და იქ არსებულ უნივერსიტეტებში ტურიზმის ფაკულტეტის სასწავლო პროცესს გაეცნენ.

„ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენის წარმატებითა და შედეგიანად დასრულების შემდეგ, სტუდენტებისთვის კომპანია Expo Batumi-ის ორგანიზებით, კაპადოკიის მიმართულებით საგანმანათლებლო ტური მოეწყო.

ტურის ფარგლებში სტუდენტებმა, ბსუ-ის რექტორის მოადგილე მერაბ ხალვაშთან, ტურიზმის ფაკულტეტის დეკან ირაკლი კორძაიასთან, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ თემურ ზოიძესთან და DEİK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძესთან ერთად, ნევშეჰირისა და კაპადოკიის უნივერსიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებას“, – ნათქვამია კომპანია Expo Batumi-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტურის ფარგლებში ასევე გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები და ქ. ჩარშამბაში – ჩარშამბას ქართული კულტურის ასოციაციის თავმჯდომარესთან ომერ სემიზთან და მოადგილე თურან ფაქტორთან, ქ. ორდუში – კავკასიის ქართული კულტურისა და განვითარების ასოციაციის თავმჯდომარესთან ვოლქან ქარაუჩოღლუსთან და ასოციაციის წევრებთან.

სტუდენტებმა მოინახულეს კაბადოკიის უძველესი და ტურისტულად გამორჩეული ღირსშესანიშნაობები. მათ მადლობა გადაუხადეს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარესა და Expo Batumi-ის დირექტორს ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეს ასეთი საგანმანათლებლო ტურის ორგანიზებისთვის.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *