სტრასბურგის სასამართლომ „გავრილოვის ღამის“ საქმეზე საქართველოს კომპენსაციების გადახდა დააკისრა
By

სტრასბურგის სასამართლომ „გავრილოვის ღამის“ საქმეზე საქართველოს კომპენსაციების გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მომჩივნებისთვის კომპენსაციების გადახდა დაევალა. გადაწყვეტილების მიხედვით, ორმა განმცხადებელმა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 75 000 ევრო უნდა მიიღოს ხოლო კიდევ ორმა მოქალაქემ – 85 000 ევრო.

სტრასბურგის სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანისთვის შესაბამისი კომპენსაცია ეკუთვნის. გარდა ამისა, სახელმწიფოს დაეკისრა 22 მომჩივნისთვის ხარჯების ანაზღაურება, რისთვისაც 38 414.99 ევრო განისაზღვრა.

საქართველოს სახელმწიფომ სამივე ტიპის ზარალის ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.

  • No Comments
  • დეკემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *