By
სპორტული კომპლექსი და სტადიონი შენდება
დაბა ხულოს ცენტრში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასპორტო სკოლის შენობისა და ფეხბურთის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.
სპორტულ კომპლექსში განთავსდება საჭიდაო, საჭადრაკო, სავარჯიშო და სატრენაჟორო დარბაზები, 200 მაყურებელზე გათვლილი არენა.
სპორტული კომპლექსის შენობის მიმდებარედ აიგება ფიფას სტანდარტების შესაბამისი, 450 მაყურებელზე გათვლილი ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის სტადიონი, რომელიც ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

მიმდინარე სამუშაოებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი ბაქარ ჩიტაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
თამაზ მგზავრიძე