
,,სი-ენ-ენმა“ თბილისი დაასახელა 12 ევროპულ ქალაქს შორის, რომელთა მონახულებას მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევს
,,სი-ენ-ენმა“ ევროპული ქალაქების სია შეადგინა, სადაც მოგზაურობა საშობაოდ განსაკუთრებით ჯადოსნურია.
ავსტრიულ, გერმანულ, ფრანგულ, ბელგიურ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ და პოლონურ ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა. სტატიის ავტორი ჯო მინიჰელი „სი-ენ-ენის“ სამოგზაურო პორტალის მკითხველს თბილისის მონახულებას ურჩევს.
,,შობა ვისაც გიყვართ, საქართველოს და მის დედაქალაქს უნდა ეწვიოთ, აქ შობა-ახალი წელი ნომერ პირველი დღესასწაულია. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და იულიუსის კალენდრის მიხედვით, შობას 25 დეკემბრის ნაცვლად, 7 იანვარს ზეიმობენ. აქ მთავარი დღესასწაული 31 დეკემბერია, როდესაც ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. უზარმაზარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობასთან და ასევე ახლოს მდებარე საახალწლო სოფლები და ბაზრობები თბილისის ერთ-ერთი მთავარი სადღესასწაულო ღირშესანიშნაობებია“, – აღნიშნულია სტატიაში.