„სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა იწყება
By

„სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა იწყება

პარლამენტში დღეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა იწყება. საქმე ეხება ინიციატივას, რომელიც სრულწლოვანის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმას დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრავს.

საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე წარედგინა. პროექტის მიხედვით, ამ გარემოების არსებობის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის ვადა მინიმუმ ერთი წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დანაშაულისთვის კანონით დადგენილ მინიმალურ სასჯელს.

თუ დანაშაულში ჩაბმული არასრულწლოვანი 14 წლამდე ასაკისაა, სასჯელი კიდევ უფრო მკაცრდება. ცვლილებები არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც არსებობს საპროცესო შეთანხმება, ან პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *