19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
საჰაერო ძალებმა თეირანში სამხედრო ობიექტებსა და ბირთვული კვლევის ობიექტს დაარტყა
By

საჰაერო ძალებმა თეირანში სამხედრო ობიექტებსა და ბირთვული კვლევის ობიექტს დაარტყა

 

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღამით თეირანში ავიაიერიშები განახორციელა, რომლის სამიზნეც ირანის ათობით სამხედრო ობიექტი და ბირთვული კვლევის ობიექტი იყო, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ავიაიერიშებში 60-ზე მეტი გამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც 120 საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს. სამიზნეებს შორის იყო რაკეტების წარმოების რამდენიმე ობიექტი თეირანში, რომელიც ირანის თავდაცვის სამინისტროს სამრეწველო ბირთვს წარმოადგენდა.

„სამიზნეებს შორის იყო სამხედრო-სამრეწველო ობიექტები, რომლებიც აწარმოებდნენ რაკეტების კომპონენტებს და ობიექტები, რომლებიც რაკეტების ძრავების საწარმოებლად გამოიყენებოდა. დარტყმები ასევე განხორციელდა SPND-ის (თავდაცვის ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციის) ბირთვული პროექტის შტაბ-ბინაზე“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *