19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
By

საქართველო – საუკეთესო სამეულში

„ატლანტიკურმა საბჭომ“ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსი და მისი დეტალური ანგარიშგება გამოაქვეყნა, სადაც საქართველო საუკეთესო სამეულშია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, როდესაც ანგარიში ობიექტურად მზადდება, საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს.

„თავდასხმები ბრიუსელის მხრიდან დღემდე მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ. გახსოვთ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს და მისცეს მოლდოვას და უკრაინას. სამ თვეში თვითონ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში და იმ ანგარიშში ეწერა, რომ საქართველო იყო ლიდერი მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით. ასე რომ, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კვლევები აძლიერებს ჩვენს სიმართლეს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვაჩვენებს ჩვენსავე სიმართლესაც, რომ არსებობს პოლიტიკური ინტერესი საქართველოს დესტაბილიზაციისა და ხალხი, რომელიც ასეთ ბრალდებებს აყენებს, ცრუ ბრალდებებს, მათი მიზანი არის მხოლოდ დესტაბილიზაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ატლანტიკური საბჭოს“ კვლევაში საზოგადოებრივი კეთილდღეობა გააზრებულია არა მხოლოდ მოსახლეობის შემოსავლების დონის, არამედ სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცულობის, გარემოს დაცვის, განათლების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

 

  • No Comments
  • ივლისი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *