By
საქართველოს ჩემპიონატზე
ბათუმში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა, რომელსაც მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. წარმატებით გამოვიდნენ აჭარის მოკრივეები.
აჭარის 15-წლამდელთა ნაკრებმა, ჯამში, 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ნიჟარაძემ დააჯილდოვა.
მანანა ძიძიშვილი