By
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
საქართველოს რკინიგზა 21-22 მარტს დამატებით რეისებს ნიშნავს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე დასასწრებად მსურველთა გაზრდილ ნაკადს.
კომპანიის ინფორმაციით, მოქალაქეებს როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანენ.
დამატებითი რეისები : თბილისი – ბათუმი – თბილისი
- გასვლა: 21:00
- ჩასვლა: 02:22
- ბათუმიდან გამოსვლა: 08:45
- თბილისში ჩამოსვლა: 13:44
ბილეთების მიღება შესაძლებელია სარკინიგზო სალაროებში, პირადობის მოწმობის წარდგენით.
გაცემა დაიწყება დღეს, 17:00 საათიდან.
ილია II-ს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.