19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
„საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა
By

„საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა

„საქართველოს ბანკმა“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო. მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტოს ორგანიზებით 17 ივნისს გამართულ დემო დღეზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ციფრული საბანკო მომსახურების განვითარებას მიეძღვნა, „საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა.
ღონისძიებაში რეგიონის წამყვანი ბანკები მონაწილეობდნენ. კონფერენციის ფარგლებში, ექსპერტებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება, ციფრული პროდუქტების განვითარების მიდგომები. ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სტრატეგიები. დემო დღის ბოლოს კი SME Banking Agency-ის ექსპერტთა საბჭომ სომხეთში, საქართველოში და მოლდოვაში საუკეთესო SME ციფრული ბანკები გამოავლინა. `საქართველოს ბანკი~ ამ შეფასების მიხედვით, ქვეყანაში საუკეთესოდ დასახელდა.
ცნობისთვის,SME Banking Agency არის SME Banking Club-ის ანალიტიკური მიმართულება, რომელიც რეგიონში მოქმედ ბანკებს ციფრული შესაძლებლობების, პროდუქტების ხარისხისა და ინოვაციური მიდგომების მიხედვით ყოველწლიურად აფასებს. მათი მიზანია, წარმოაჩინონ საუკეთესო პრაქტიკები, გაუწიონ რეკომენდაცია ფინანსურ ინსტიტუტებს და ხელი შეუწყონ მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების გაუმჯობესებას.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *