By
საფრანგეთის ელჩი – ბსუ-ში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ბსუ-ის რექტორ ტიტე აროშიძესთან. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის არსებული მიმართულებები, მიმდინარე საგანმანათლებლო ინიციატივები და სამომავლო ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები. ასევე, იმსჯელეს ფრანგული ენის სწავლების პრაქტიკაზე, საჭიროებებსა და რეგიონში ფრანგული ენის პოპულარიზაციაზე.
გალერეა

